
ნაბიჯი 1: ღირებულების გამოთვლა. გამოიყენეთ ჩვენი კალკულატორი: შეიყვანეთ დანიშნულების ქვეყანა, ამანათის ფაქტობრივი წონა და განზომილებები. სისტემა ავტომატურად გამოთვლის მოცულობით წონას და აჩვენებს საბოლოო ფასს. ფასი ფიქსირდება გაგზავნამდე, დამატებითი გადახდები გამორიცხულია.
ნაბიჯი 2: შეფუთვა და ჩაბარება. მიიტანეთ ამანათი ჩვენს ოფისში თბილისში, ბათუმში ან ქუთაისში, ან დარეკეთ კურიერს. ჩვენი თანამშრომლები შეამოწმებენ შეფუთვას და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებიან.
ნაბიჯი 3: თვალყურის დევნება. მიღების შემდეგ მიიღებთ სატვირთო ნომერს და შეძლებთ ამანათის თვალყურის დევნებას ყოველ ეტაპზე: მიღებულია გზაშია საბაჟოში მიტანილია. SMS და ელ-ფოსტის შეტყობინებები ტარიფში შედის.